
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 15-18 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავეს. მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები 40-ზე მეტ საკითხს განიხილავენ.
პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევს დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხებს დაემატა საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც კანონმდებლები პირველი მოსმენით განიხილავენ. პროექტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმებას ითვალისწინებს. დეპუტატები საქართველოს კანონის პროექტებს „გრანტების შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილავენ.
სასესიო კვირის განმავლობაში, პლენარულ სხდომებზე საპარლამენტო კომიტეტები გასული წლის ანგარიშებს წარადგენენ. გათვალისწინებულია ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საპენსიო სააგენტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშების მოსმენა.
პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების -კახაბერ კუჭავას, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილება.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს