
ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე სასესიო კვირას, პარასკევს, 17 ნოემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს. ასევე დაჩქარებული წესით განიხილავს “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას.
ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა განსახილველად.
ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.
თაგები:
რატი ბრეგაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს