
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტი 3 აპრილს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მიმდინარე კვირას კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოსა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ წარმოდგენილ “საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებას. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არ იქნებიან საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.
ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.
თაგები:
ლევან დავითაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს