
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ბიურომ 21-24 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა.
21 თებერვალს, სამშაბათს, პარლამენტი, მინისტრის საათის ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.
პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილია ორმოცდაათზე მეტი საკითხის განხილვა.
ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება.
კანონპროექტით წესრიგდება უცხოური გავლენის აგენტთა, უცხოურ ძალასთან, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასთან, განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფასთან, ყოველწლიურ საფინანსო დეკლარაციასთან, უცხოური გავლენის რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან, მონიტორინგთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.
ბიურომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად – საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს