პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 22 თებერვალს უყრის კენჭს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტი მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას 22 თებერვალს უყრის კენჭს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"კომიტეტების ოთხი ბლოკი თემატურად იქნება ჩამოყალიბებული. შაბათ-კვირას, კომიტეტების ფარგლებში, მოსმენები ჩატარდება, ორშაბათს პრემიერმინისტრი და მისი კაბინეტის წევრები ოპოზიციისა და ოპოზიციის პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდებიან და ორშაბათსვე, პლენარულის სხდომის ფარგლებში, ნდობის გამოცხადებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვალდებული ვარ, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა 2021 წლის 22 თებერვლის 15:00 საათიდან. ეს სხდომა მთლიანად დაეთმობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს