Logo

პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

პოლიტიკა
1019
Frontnews image description

პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

 

ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უკვე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს.

 

“პლენარულ სხდომაზე განიხილება ეს საკითხი და იქნება მსჯელობა, შესაბამისი კომიტეტის მიერ გაკეთდება მოხსენება ამასთან დაკავშირებით და წარიმართება დისკუსიაც და შემდგომ მიიღება გადაწყვეტილებაც იმ საკითხის ირგვლივ რამდენად უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, თუ არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ბატონ მელიას. ვფიქრობ, რომ კონტექსტისა და მთლიანად მოცემულობის გათვალისწინებით, საკმაოდ მარტივად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელსაც კენჭისყრისთანავე გაიგებთ”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. 

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement