
ავტორი
Front News საქართველო
საკანონმდებლო ორგანო ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების პროექტზე სალომე ზურაბიშვილის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს, დღეს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.
პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს.
“ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით კი, პრეზიდენტს მყარი არგუმენტები არ მოუყვანია, რაც საპარლამენტო საქმიანობის შეფერხების მცდელობაა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს