
ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პარლამენტი დადგენილების ორ პროექტს განიხილავს.
ბიუროს გადაწყვეტილებით ხვალ, პლენარული სხდომა იმსჯელებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ წარდგენილ „საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. დეპუტატები ასევე განიხილავენ პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს