Logo

პარლამენტი - საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები

პოლიტიკა
4 საათის წინ / 15:20
15
Frontnews image description

2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა, - ამის შესახებ პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიფ სთეითს“ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია, ორივე საპარლამენტო არჩევნები იმდენად სამართლიანად ჩატარდა, რომ რაიმე არსებითი დარღვევის შესახებ ვერავინ ვერავითარი ფაქტი და მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა, რომლის შემდგომი აუდიტიც, ასევე მსოფლიოში მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა და შედეგების უტყუარობაც დაადასტურა. აღნიშნულის საპირისპიროდ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბების საფუძველზე შეინარჩუნა, რასაც „დიფ სთეითმა“ მწვანე შუქი აუნთო“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები