
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"დღეს მთავრობა პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას წარადგენს. პლენარული სხდომის შესვენებისას პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება და საკითხი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცემა განსახილველად. კომიტეტის სხდომა დღესვე ჩატარდება და კანდიდატურას განიხილავენ. ამის შემდეგ, ისევ ბიუროს სხდომა გაიმართება და საკითხი კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გავა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს