
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტი 2022 წლის საშემოდგომო სესიას მიმდინარე კვირის პარასკევს დაასრულებს, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მუშაობა რიგგარეშე სხდომებზე გაგრძელდება.
“სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომები მომავალი კვირის ხუთშაბათს და პარასკევს. შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მივმართავთ პრეზიდენტს, ვინაიდან დაგვჭირდება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა, ასევე, რამდენიმე თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად კენჭისყრებია ჩასატარებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს