
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ბიურომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დაჩქარებული წესით განხილვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
კანონპროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს. სახელმწიფო ვალდებული იქნება ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მას სათანადო პირობები შეუქმნას.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს, საჭირო გახდა საკანონმდელო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა. საკითხზე წამყვან კომიტეტად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა. საკანონმდებლო პაკეტში 27 კანონპროექტია და მისი ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა 2 და 3 ნოემბრის პლენარულ სხდომებზე გაიმართება.
თაგები:
ბიურო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს