
ავტორი
Front News საქართველო
“პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს. 20 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე კი, ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
კანონმდებლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ მიერ მოთხოვნილია “თავისუფალი ტრიბუნა“.
ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს