
ავტორი
Front News საქართველო
ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომის დღის წესრიგს რამდენიმე კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხი დაემატა.
დღეს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირი, ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით ფარმაცევტული პროდუქტის პირველად შემოტანისას, ვალდებული იქნება წარმოადგინოს ფარმაცევტული პროდუქტის GMP სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პლენარულ სხდომაზე, ასევე, დაჩქარებული წესით იქნება განხილული „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ.
თაგები:
ბიურო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს