
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ბიურომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის წარდგენის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიმართვა განიხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის პლენარულ სხდომას ნდობის გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგენს. პლენარულ სხდომაზე დამტკიცებამდე მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კომიტეტები, ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები იმსჯელებენ.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა ახალი საკანონმდებლო წინადადებები განიხილეს და წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს. ბიუროს წევრები ასევე გაეცნენ საქართველოს მოქალაქეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებს და საორგანიზაციო საკითხებს.
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, 6 თებერვალს, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.
თაგები:
ბიურო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს