Logo

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს

პოლიტიკა
135
Frontnews image description

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და მათი შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.

მიმდინარე კვირას პარლამენტი როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

საგაზაფხულო სესია ხვალ, 3 თებერვალს, სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება.

საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები