
ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილებაში ცვლილება განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 20 წევრის ნაცვლად, 22 წევრით განისაზღვრება.
ცვლილება პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ შექმნამ განაპირობა.
“ეთიკის საბჭოში თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ამიტომ თითო-თითო წევრი დაემატება როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს