პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება, ადგილზე ხმაურია.
მოქალაქეები პარლამენტის ჭიშკარზე აბრახუნებენ, ისმის შეძახილები – “მონებო”, “რუსებო”.
ცოტა ხნის წინ ადგილზე დაპირისპირება იყო. ერთ-ერთ მოქალაქე, რომელიც პარლამენტის შენობის თაღებთან იმყოფებოდა, პოლიციელებმა გაიყვანეს. სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლე შიდა ეზოში შეიყვანეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ უბრალოდ განარიდეს ტერიტორიას.
მასთან ერთად წაიყვანეს ჟურნალისტი რატი მუჯირიც, თუმცა ის უკვე თავისუფალია.
პროტესტის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უკვე დაამტკიცა. კანონპროექტს 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს