პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს


ავტორი
Front News საქართველო
ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. სხდომაზე ნდობის ჯგუფის წევრებმა, აშშ-ის სამხედრო ატაშესთან და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზე და მათი დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“ნდობის ჯგუფის სხდომაზე ჩვენს ამერიკელ და ბრიტანელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და ის ნაბიჯები განვიხილეთ, რომელსაც როგორც ჩვენი ეროვნული რესურსით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ვახორციელებთ. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზეც ვიმსჯელეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ახორციელებენ“, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს