
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას პატივი მიაგეს.
“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო კირბალში მომხდარ ტრაგედიას, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ გასროლილი ტყვიით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე. ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი და რუსული ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი. ჩვენ ვგმობთ ამ არაჰუმანურ ფაქტს და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური დაიღუპა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს