პარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნება


ავტორი
Front News საქართველო
მე-10 მოწვევის პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გაიხსნება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ ვემზადებით საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის. საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 7 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ, ვინაიდან წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ერთი თვით შევწყვეტთ მუშაობას. თუმცა საჭიროა ჩავატაროთ ბიუროს სხდომა და საორგანიზაციო საკითხები გავიაროთ. მომავალ კვირაში კიდევ ერთი ბიუროს სხდომა გაიმართება და საშემოდგომო სესიას გავხსნით უკვე 7 სექტემბერს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს