
ავტორი
Front News საქართველო
XI მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიხურა. სესიის დახურვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
პარლამენტის რეგლამენტით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ცესკოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის ვადის დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მან დღეს შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. კანდიდატებს შეუძლიათ ორი კვირის განმავლობაში საკუთარი განცხადება წარადგინონ.
შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს