
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 87-მა პარლამენტის წევრმა გაიარა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მუშაობის განრიგი გააცნო.
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, როდესაც საარჩევნო წელია არჩევამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამიტომ, ამ ტრადიციას მივუყვებით, თუკი რაიმე საკითხი არ იქნება, რაც მოითხოვს ჩვენს შეკრებას. შესაბამისად, მხოლოდ მიმდინარე კვირას გაიმართება პლენარული სხდომები და შემდეგ უკვე 15 ოქტომბრიდან განახლდება პლენარული სხდომები.
რაც შეეხება მიმდინარე კვირას, პლენარული სხდომებისთვის ჩვენ ორი დღე დაგვჭირდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს