Logo

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

პოლიტიკა
1091
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

“30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშით წარდგება, საკანონმდებლო ორგანოსთან მას აქციით ხდებიან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები