
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ხვალ, 14:00 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა “ტალღის”, “ჯიუტის”, “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” წევრები არიან.
აქციაზე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში გამკაცრებულ ცვლილებებს გააპროტესტებენ.
“ქართული ოცნების შვიდმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა ახალი რუსული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დღეს მოქმედ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში აპირებენ ცვლილებების შეტანას.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია კანონდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში 5 ოქტომბერს იგეგმება. ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 14 საათზე, მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი. რუსულ მთავრობას არ გავატანინოთ მორიგი რუსული კანონი”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს