
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და „შუამთობა“ მიულოცეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრმა, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა საპატიო ხულოელების დაჯილდოების ცერემონია. მოეწყო კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
,,შუამთობას“ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თაგები:
შუამთობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს