
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წევრებმა სალომე ქურასბედიანმა, მარიამ ლაშხმა, ხატია დეკანოიძემ, თინათინ ბოკუჩავამ და ანა ნაცვლიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის შემფასებლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამები მიმოიხილეს.
“შეხვედრაზე ის პროექტები და ინიციატივები განვიხილეთ, რომლებიც პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. გარემოს დაცვის კომიტეტის შემთხვევაში, ეს არის თემატური მოკვლევა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად გარემოს დაცვით და სასოფლო-სამეურნეო პროფესიებზე. სტუმრებთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ ყველა მიმდინარე პროგრამა და ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება აღნიშნული მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა.
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ამ ხელისუფლების პირობებში ყველა საკითხის უკიდურესი პოლიტიზება ხდება, რაც სამწუხაროდ, ნეგატიურად აისახება მათ შორის ამ პროგრამების ეფექტურობაზე“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს