
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში, დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც კულტურის და ხელოვნების სფეროებში არსებული მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.
დეპუტატებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მათ შორის განიხილეს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
“მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ საგანგაშო ვითარებაზე, რაც შექმნილია კულტურის და ხელოვნების სფეროებში. მოვისმინეთ არაერთი დარღვევის და უკანონო პროცესის შესახებ. ცხადია, რომ საჭიროა კულტურის საკითხები საპარლამენტო საქმიანობის დღის წესრიგში სერიოზულად დადგეს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, კულტურის სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, პარლამენტის წევრებსა და კომიტეტებს გაუგზავნიან წერილს, სადაც თავმოყრილი იქნება კულტურის სექტორში არსებული პრობლემები.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს