
ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩავიდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატები არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, სამის ძებნა გრძელდება. ერთი ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
საგანგებო რეჟიმში გრძელდება მუშაობა – ადგილზე მძიმე ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.
თაგები:
მეწყერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს