პარლამენტის წინ სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.
ბოლო რამდენიმე წუთია, პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფების ნაწილი პარლამენტის შიდა ტერიტორიაზეა განლაგებული, საიდანაც წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავისუფლების მოედანზეც იმყოფებიან, სადაც შსს-ს სპეცტექნიკაც დგას.
რაც შეეხება ჩიტაძე-ჭიჭინაძის ქუჩებს, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეცტექნიკა არ შეინიშნება.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს