
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში საქმიანობას ხუთი ახალი დეპუტატი გააგრძელებს. მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს, პარლამენტის წევრებმა დადგენილების პროექტით, მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლის, გიორგი ჩაკვეტაძის უფლებამოსილებას პარლამენტის 83 წევრი ერთხმად დაეთანხმა.
პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლედ, პარლამენტმა თენგიზ შარმანაშვილის უფლებამოსილება 87 ხმით ცნო.
გიორგი ხელაშვილი პარლამენტში მერაბ ქვარაიამ ჩაანაცვლა, რომლის უფლებამოსილებას პარლამენტის 83 წევრი დაეთანხმა.
პარლამენტის გამოკლებული წევრის ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილ სალომე ქურასბედიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილებას კი, რომელმაც პარლამენტის გამოკლებული წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლა, 88 პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს