
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა “ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 81 ხმით, ერთხმად მიიღო.
კანონი ახლებურად აწესრიგებს მკურნალობის მიზნით ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითად პრინციპებს, ცოცხალი დონორისგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს დონორის და რეციპიენტის უფლებებს.
კანონი არეგულირებს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხთან, უსაფრთხოების სტანდარტებთან, ეთიკურ პრინციპებთან, ასევე, გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან და ლიცენზირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს