
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით 83 ხმით მიიღეს.
“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის დამატება, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის მსგავსად, ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილებას რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის გამოძიების ორგანოს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს.
კანონპროექტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს