
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის, არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა 77 ხმით დაუჭირა მხარი.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, არჩილ გორდულაძესთან დაკავშირებით ცესკოდან ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მიიღეს და კომიტეტის დასკვნა არის დადებითი.
გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 26 ივნისის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს