
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა 85 ხმით ერთხმად მხარი დაუჭირეს გიორგი სოსიაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
გიორგი სოსიაშვილი 2023 წლის 1 ოქტომბერს, შუალედურ არჩევნებში, #15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წევრია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მიღებული დასკვნის და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. შესაბამისი დადგენილების პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომას წარუდგინა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს