
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლის, იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი 89 ხმით, ერთხმად დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, პარლამენტი უფლებამოსილია იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს.
მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნის გამო შეუწყდა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს