
ავტორი
Front News საქართველო
“დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გამორჩეულ მეგობარს და კოლეგას ირაკლი ხახუბიას. ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, საკუთარი, მშობლიური კუთხის წარმომადგენელი, რომელზეც ის უზომოდ იყო შეყვარებული.
მისი ყოველდღიური ფიქრი მისი ოჯახის სიყვარულს და სამშობლოს უანგარო სამსახურს ეკუთვნოდა. ამიტომაც იყო ის გამორჩეულად თბილი და გამორჩეულად პატრიოტი ადამიანი. გთხოვთ, წუთიერი დუმილი პატივი მივაგოთ მის ხსოვნას”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დეპუტატებმა ტრაგიკულად გარდაცვლილი კოლეგის ირაკლი ხახუბიას ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
პარლამენტის წევრთა საერთო გადაწყვეტილებით პლენარული სხდომა დაიხურა.
მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას პარლამენტი ხვალიდან გააგრძელებს.
თაგები:
ირაკლი ხახუბია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს