
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას.
როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იოსებ ჯორბენაძემ განაცხადა, კანონპროექტი ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს.
"თანამშრომლებში ვგულისხმობ დირექტორს, მის მოადგილეებს და სხვა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს - იმ კატეგორიას, რომელთაც აქამდე არსებული კანონის რედაქციით დამატებით, პარალელურად სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის უფლება არ ჰქონდათ. ეს ადამიანები არიან სამედიცინო განათლების მქონე პრაქტიკოსი ექიმები და ექთნები და ამ ცვლილებიდან გამომდინარე, მათ უფლება ეძლევათ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში არამენეჯერული სამედიცინო საქმიანობა შეასრულონ“, - განაცხადა იოსებ ჯორბენაძემ.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული პირები სხვა სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობას განახორციელებენ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს