
ავტორი
Front News საქართველო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის იოსებ ჯორბენაძის განცხადებით, ცვლილების თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებულ პირებს შეთავსებით სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესაძლებლობა მიეცემათ.
მისივე განმარტებით, ჰოსპიტლის თანამშრომლებს მხოლოდ სამედიცინო სფეროში, არამენეჯერულ პოზიციაზე საქმიანობის შესაძლებლობა ექნებათ, რომელსაც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა დასჭირდება, მისი მოქმედების ვადა კი ერთი წლით განისაზღვრება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს