პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუსის ხელმძღვანელად დაამტკიცა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.
მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.
კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა მდინარაძეს სუსის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
პაპუაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძე კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში აქვს გაწეული. მოყვარემაც და, რაც მთავარია, მტრებმაც ძალიან კარგად იციან, რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და ჩვენი ქვეყნის მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ის ტემპები, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობებში და ტურბულენტობებში, რომელსაც საქართველო გადის. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებთ ისეთივე წარმატებას, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერიც იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს