
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო.
კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან გამომდინარე ხორციელდება.
კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს