
ავტორი
Front News საქართველო
16 დეკემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტები, მესამე მოსმენით მიიღეს.
კანონპროექტების მიხედვით ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება – „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თანახმად, „წიაღის ეროვნული სააგენტო“ საქმიანობას „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს“ სახელით გააგრძელებს.
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრებთან ერთად, საარჩევნო ბლოკით შემოსულ დეპუტატებსაც მიეცემათ.
“ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით კი, ფართოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა წრე.
კერძოდ, ჩამონათვალს ემატება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები. აღსანიშნავია, წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტმა ერთხმად, სრული მხარდაჭერით მიიღო.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს