Logo

პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც იკრძალება კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება, წევრობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, პარტიის დაფინანსება, სიაში შეყვანა

პოლიტიკა
108
Frontnews image description

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.

საუბარია სარჩელზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა მომზადდეს.

ცვლილებები ოთხ კანონში – „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შევიდა.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.

 

Advertisement