
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 80 ხმით მხარი დაუჭირეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატან ცვლილებებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
"აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის დაზუსტებას, ე.წ. მემკვიდრე პარტიების შესაძლო შექმნასთან და ამასთან მიმართებით სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე განმარტებით, თუკი კონკრეტული პარტიის აკრძალვის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა იმავე პირთა ჯგუფის მიერ, არაკონსტიტუციური მიზნებით, თვალთმაქცურად, ახალი ე.წ. მემკვიდრე პარტიის შექმნა, წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, გათვალისწინებულია ეფექტიანი, საკანონმდებლო ჩარჩო რათა, საკონსტიტუციო სასამართლომ რაც შეიძლება ოპერატიულად შეძლოს სათანადო სარჩელით მიმართვის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირების განხორციელება.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს