
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო.
კანონპროექტი არეგულირებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს, მათზე ზედამხედველობას და განსაზღვრავს სქემებში მონაწილეობის წესებს, პირობებს და მონაწილეთათვის დაცვის გარანტიებს.
კანონი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, მზღვეველის, საპენსიო კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება ნებაყოფლობით კერძო პენსიას.
საკანონმდებლო პაკეტის მომზადება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებითაა განპირობებული.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს