პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
პლენარულ სხდომაზე ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა და დეპუტატებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა გააცნო.
მისი თქმით, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.
პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 89 ხმით დაუჭირა.
თაგები:
ნონა მამულაშვილი

პარლამენტმა ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა