პარლამენტმა "პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
პროექტის თანახმად, გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება. კერძოდ, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი 1 კვირის ვადაში დასრულდება. გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად აღარ იქნება საჭირო კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს.
"პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა 78 ხმით დაუჭირა მხარი.
თაგები:
პარლამენტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს