
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით, 13-ის წინააღმდეგ, “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განმარტებით, ცვლილება სამ საკითხს შეეხება. კერძოდ, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა მოხდება სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ასევე, შემოდის ცნება – „დელეგატი“ და პარტია უფლებამოსილი იქნება და არა ვალდებული, რომ პროპორციულ სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან მიმართებაში დააფიქსიროს საარჩევნო ოლქის ნომერი.
აგრეთვე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.
“ასეთი ინიციატივა გვაქვს, რომ პირველივე ტურში მიღებულ ნამდვილ ხმათა უმრავლესობით იქნება არჩეული კონკრეტული მაჟორიტარი დეპუტატი. რაც ასევე კონკრეტული საკრებულოების საქმიანობის და უფლებამოსილების ცნობასაც დააჩქარებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს