Logo

პარლამენტმა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
03.07.2023 / 17:51
Frontnews image description

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით, 73 ხმით მხარი დაუჭირა. 

 

კანონპროექტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა ბაია კვიციანმა წარადგინა. 

 

პარლამენტის ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ. შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას გააძლიერებს. დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები. დეტალურად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის, ასევე მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები. ასევე გაიწერება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრობის წესები, წევრთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები და ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები