
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით 101 ხმით მიიღო.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ამით სრულდება ევროკავშირის რეკომენდაციების მე-11 პუნქტი.
“მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფს. მოგეხსენებათ რომ ეს პაკეტი არის ის, რომლითაც სრულდება მე-11 პუნქტი თორმეტ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია და მოსაზრება, რომელიც წარმოიშვა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ასახულია ამ საკანონმდებლო პაკეტში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტში და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს კენჭისყრის შემდეგ ეს ერთი პუნქტი სრულფასოვნად შესრულებულია და ყველას ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის არსებობა, რომლის ფუნქციაც მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება იქნება.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს